

გორის თეატრი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, დღეს, 15 თებერვალს წარმოდგენას უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის დრამატულ თეატრში გამართავს.
ბავშვთა თეატრალური კვირეულის ფარგლებში, გ. ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობები ზესტაფონელ პატარების წინაშე სპექტაკლით - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ წარსდგებიან.
შეგახსენებთ, ყველასთვის საყვარელი ზღაპრის, ვილჰელმ და იაკობ გრიმების პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლში გორის თეატრის დასი სრული შემადგენლობით მონაწილეობს და ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი