

,,გალერია თბილისის“ ბოლრუმის ადაპტირებულმა დარბაზმა, აფხაზეთის ომის გმირის, თემურ სახოკიას სახელობის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის გორში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ომის ვეტერანები იღებდნენ.
ჩემპიონატი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია საზოგადოებაში შშმ პირთა თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის უზრუნველყოფა.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერია წლებია თანამშრომლობს ახალგაზრდულ მედიაკავშირთან. აღნიშნულ ორგანიზაცია უწყების თანადაფინანსებით შშმ პირებისა და ომის ვეტერანებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს