

გორში ზვიად გიგაიას თასის გათამაშება ჩატარდა რაგბში. შეჯიბრებაში გორის, თიანეთის, ბორჯომის, ხაშურის, სურამისა და კასპის 2008-2009 წწ. დაბადებული მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
გადამწყვეტ დაპირისპირებაში ერთმანეთს გორის და სურამის გუნდები შეხვდნენ და მათ შორის გამარჯვება სურამის გუნდმა მოიპოვა, შესაბამისად, გარდამავალი თასიც მათ ერგოთ. რაც შეეხება საპრიზო ადგილებს, მეორეზე გორის, მესამე ადგილზე კი თიანეთის გუნდი გავიდა.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
შეჯიბრება გორის რაგბის სტადიონზე, მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს