

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კალათბურთელებმა, საქართველოს ჩემპიონატის ა - ლიგაში 18 წლამდელებს შორის, მორიგი ტურის მატჩში გამარჯვება მოიპოვეს.
ადგილობრივი გუნდი თბილისის „კოლხას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 92:84 დაამარცხა. შეხვედრაში გორელებს ყველაზე მეტი, 35 ქულა სანდრო ზარიძემ მოუტანა და მის ანგარიშზეა 19 მოხსნაც. 9 შედეგიანი პასით გამოირჩეოდა ნუგზარ ბუთხუზიც.
ცნობისთვის, თბილისის „კოლხას“ და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის კალათბრთელებს შორის შეხვედრა გორის სპორტის სასახლეში გაიმართა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს