

გორის საკალათბურთო კლუბმა „ივერიონი“, „ა“ ლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩში ტყიბულის „ორბი“ ანგარიშით 86:68 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან 30 ქულით, 9 პასით, 7 მოხსნითა და 5 ჩაჭრით, საუკეთესო იყო ჯერმეინ ჰედი. 17 ქულა და 8 მოხსნა ჯაილენ ჰასლემმა მიითვალა. ლუკა გიორგაძემ კი შეხვედრა 18 ქულით და 11 მოხსნით დაასრულა.
ცნობისთვის, ,,ა“ ლიგის ფინალური სერიის მეოთხე მატჩს გორის სპორტის სასახლე დღეს, 11 აპრილს, 18:00 საათზე უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, გორის საკალათბურთო გუნდი „ივერიონი“, რომელშიც მოწვეული სპორტსმენებიც თამაშობენ, 2022 წელს შეიქმნა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს