აღდგომის ბწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა მოეწყობა. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მუზეუმის ფონდში დაცული საეკლესიო შინაარსის XVII-XIX საუკუნეების ხელნაწერი და პირველნაბეჭდი წიგნები, საეკლესიო ნაქარგობები და სიწმინდეები.
ინფორმაციისთვის, გამოფენა 11 აპრილს, 15:00-ზე გაიხსნება და დაინტერესებულ პირებს ექსპონატების ნახვა ამაღლების დღესასწაულადე, 25 მაისამდე შეეძლებათ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი