

საქართველოში პირველად კადეტთა შორის ევროპის თასი გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ტურნირს გორი უმასპინძლებს. მონაწილეობას 16 ქვეყნის 324 წარმომადგენელი მიიღებს, მათ შორის არიან როგორც გოგონები, ისე ვაჟები. საქართველოდან შეჯიბრში 64 ვაჟი და 54 გოგონა იასპარეზებს.
ევროპის თასი ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს იძლევა.
ცნობისთვის, ტურნირი გორის სპორტის სასახლეში 29-30 აპრილს ჩატარდება.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს