

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზი კრივში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, 2007-2008 წელს დაბადებული გოგონები და ვაჟები მონაწილეობენ.
ჩემპიონატი 26 წონით კატეგორიაში მიმდინარეობს, გამარჯვებულ სპორტსმენებს და პრიზიორებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცემათ. გარდა ამისა, გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდს გორში კრივის დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - გიორგი კარელიძის თასი გადაეცემა.
საქართველოს ჩემპიონატი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 30 აპრილს დასრულდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს