

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გორელ მკითხველთან შეხვედრა გამართა და საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა. შემოქმედებით საღამოზე ცნობილი ქართველი პოეტის ლექსები გორელმა ახალგაზრდებმაც წაიკითხეს.
პოეტთან შეხვედრას სხვადასხვა ასაკის მკითხველთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ღონისძება გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ორგანიზატორების თქმით, ცნობილი მწერლებისა და პოეტების მკითხველთან შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს მიერ ეტაპობრივად გაიმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს