

ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის სპორტსმენებმა, ირაკლი გელდიაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე რთულ ცოცვაში მოზარდებს შორის 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი ლუკა მეტრეველი გახდა, ანიტა მეტრეველმა კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
ტურნირი თბილისში, ვაკის საცოც დარბაში, მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს