

მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია შიდა ქართლში ოფიციალურად დაარსდა. სპორტის ეს სახეობა რეგიონში პირველ ნაბიჯებს დგამს, შესაბამისად, აქამდე ფედერაციაც არ არსებობდა, თუმცა, რამდენიმე წელია, ფუნქციონირებს მაგიდის ჩოგბურთის კლუბი, რომელიც დავით ღამბაშიძემ დააფუძნა და შეჯიბრებებსა და სხვა ღონისძიებებს მართავს. ახლადდაფუძნებული ფედერაციის პრეზიდენტად დავით ღამბაშიძე, ვიცე პრეზიდენტად - ლუკა გელაშვილი, ხოლო გენერალურ მდივნად შოთიკო პაპიტაშვილი დაინიშნა.
ფედერაციის ხელმძღვანელობამ, გორში, სასტუმრო „გორი ინნ“-ში პრესკონფერენცია გამართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სამოქმედო გეგმა წარუდგინა. შეხვედრას რეგიონის სპორტული საზოგადოების, გორის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს