

გორში ლაზერულ სირბილში „გლობალური ტური“ მოეწყო. გარბენში საქართველოს მასშტაბით მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ. შეჯიბრების გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.
სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის“ თანადაფინანსებით გაიმართა. შეჯიბრების მიზანს წრმოადგენდა მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდება და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.
ცნობისთვის, ლაზერულ სირბილში „გლობალურ ტურს“ გორის რაგბის სტადიონმა უმასპინძლა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს