

გორის ხელოვნების სახლში დოკუმენტური ფილმის „იმ ქალების შთამომავლები“-ს კინოჩვენება გაიმართება. ფილმი იმ ქალების ისტორიას აღწერს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სამოქალაქო აქციებში ერთი მიზნისთვის იბრძოდნენ.
„მათი ისტორიები განსხვავებულია, მაგრამ ყველა მათგანმა თავისი ქმედებით გვაჩვენა და დაგვიმტკიცა, რომ ქალების როლი სამოქალაქო პროტესტში უპირობოდ მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დოკუმენტური ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave და ხელოვნების სახლის ორგანიზებით გაიმართება.
„იმ ქალების შთამომავლები“-ს ჩვენება ხელოვნების სახლში 24 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს