

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ტაიკვანდოში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი მარიამ შალამბერიძე, ლილიანა დვალიძე, ანდრე მაზიაშვილი, ქეთევან თათრიშვილი, თიკა ტერაშვილი და ნანა კოზაევა გახდა.
ვერცხლის მედალი მიხეილ ლუკაშვილმა, ნინი მამესწარაშვილმა, ნინი ავაზიშვილმა, ნატალია თათრიშვილმადა სოსო მამაცაშვილმა მოიპოვეს.
თომა ცეცხლაძე, ნიკოლოზ ანდღულაძე, ნიკოლოზ ავეტისოვი, მინდია მინდიაშვილი, გიორგი ანდღულაძე და მარიამ ავაზაშვილი კი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ.
შეჯიბრება, რომელშიც ჩვენი ქვეყნის 400-მდე ტაეკვანდოისტი მონაწილეობდა,
კასპის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს