

გორში, პირველად, „შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 20“ გაიმართება. ტურნირში 26 სპორტსმენი იასპარეზებს. მონაწილეთა შორის არიან როგორც ქართველი, ისე უცხოეთიდან მოწვეული მებრძოლები, გაიმართება 13 ბრძოლა.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის თანადაფინანსებით და გორის სპორტის ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭრით ხორციელდება.
„შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 20“ გორის სპორტის სასახლეში 27 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება. შეჯიბრებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეუძლიათ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს