

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა, ამბროლაურში თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ რაჭის ღია პირველობაზე, 1 - პირველი, 2 - მეორე და 1 მესამე ადგილი დაიკავეს.
გორელთაგან შეჯიბრების გამარჯვებული ტატო ცხაოშვილი (35 კგ.) გახდა. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მისი მოპოვება ალეკო ტლაშაძემ (32 კგ.) და საბა ბითარიშვილმა (41 კგ.) შეძლეს.
ამირან გერმანოზაშვილი (63 კგ.) კი შეჯიბრების ბრინჯაოს მედლის პრიზიორია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს