მიმდინარე წლის მაისში გორის მუნიციპალიტეტს 40 349 ვიზიტორი სტუმრობდა - სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 3 ივნისამდე მუნიციპალიტეტს 102 969 ვიზიტორი სტუმრობდა, მათ შორის 75 779 უცხოელია.
შეგახსენებთ, რომ ტურისტული სეზონი გორის მუნიციპალიტეტში ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას მომდევნო თვეებში ელიან.