

ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა ძიუდოისტებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართული ევროპის თასი ძიუდოში.
ტურნირის ვერცხლის პრიზიორი ლუკა ბაბუციძე გახდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, მას ლუკა თურაზაშვილი დაესაკუთრა. ორივე სპორტსმენი 81 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის თასის პრიზიორი გორელი ძიუდოისტები გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლები არიან.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს