

გორში კერამიკის და ტექსტილის სახელოსნო იხსნება. გახსნის ღონისძიება 13 ივნისს, ლომჭაბუკის მონუმენტის მიმდებარე სკვერში გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის ინფორმაციით, სახელოსნოში კერამიკაზე მუშაობის მასტერკლასები ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჩაუტარდება.
როგორც რობერტ მაღლაკელიძე აცხადებს, ღონისძიების მიზანი ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარება და მუნიციპალიტეტის ტრადიციების პოპულარიზაციაა.
ღონისძიება ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს