ასტროლოგია
04.10.2019 00:44
4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ფინანსური საქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა.  იმისთვის, რომ ზარალი თავიდან აიცილოთ, ჯობია, ნაკლები იაქტიუროთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია უთანხმოება, თუმცა, საღამო თქვენგან  კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. გამორიცხული არ არის კამათი კოლეგებთან და ახლობლებთან.

კურო
მეტისმეტად შრომისმოყვარე ხართ და დღეს უამრავი საქმის გაკეთებას მოასწრებთ, მაგრამ დაძაბული დღეა და ერთადერთი, რაც დაგეხმარებათ, მხოლოდ ემოციური მოქნილობა და ტაქტია.

ტყუპები
მამაკაც ტყუპებს პირად ცხოვრებაში პრობლემები ელით და შესაძლოა, ახლობელი ადამიანების დახმარება დასჭირდეთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. რაც შეეხება ტყუპ ქალებს, ხელსაყრელი დღე ელით. გამორიცხული არ არის,  გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ, თქვენი მომხიბვლელობა იზრდება.

კირჩხიბი
იდეალური დღე არ არის, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. მოსალოდნელია საქმის წარმატებული ფინალი და ახალი საქმიანი წინადადება. თუ გსურთ, რომ წარმატება შეინარჩუნოთ, კარგად განსაზღვრეთ საკუთარი შესაძლებლობები.

ლომი
მამაკაც ლომებს ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი ელით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოთ. ლომ ქალებს ამ დღეს საინტერესო შეხვედრები და რომანტიკული თავგადასავლები ელით.

ქალწული
ქალწულისთვის დღის პირველი ნახევარი საკმაოდ წარმატებულია, მოსალოდნელია ძველი საქმის წარმატებით დასრულება და ახალი საქმიანი წინადადება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლობელთან მცირე კამათი. არახელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

სასწორი
სასწორის წინაშე ახალი პერსპექტივები გადაიშლება. მოსალოდნელია სამუშაო ადგილის შეცვლა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. უარს ნუ იტყვით მეგობრებისა და გავლენიანი მფარველების დახმარებაზე.

მორიელი
მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და წარმატება. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი საქმის შესწავლისთვის, ერთადერთი, რაზეც სიფრთხილე გმართებთ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაა, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და გეგმა, რის გაკეთებას აპირებთ.

მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. ერთობლივი პროექტები დიდ შემოსავალს მოგიტანთ. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ დასრულდება, თუმცა, აზარტული თამაშებისა და სარისკო ოპერაციებისგან თავი შეიკავეთ,  მოსალოდნელია ფინანსური ზარალი.

თხის რქა
თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი უნდა განსაზღვროთ და წვრილმანებზე არ მოცდეთ. გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელი, ექსტრავაგანტური საქციელი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა საყიდლებისთვის, მაგრამ ძვირიან შენაძენს ნუ გააკეთებთ.

მერწყული
4 ოქტომბერი  ახალ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. უარს ნუ იტყვით მეგობრების და გავლენიანი ადამიანების დახმარებაზე. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უსიამოვნო ამბის გაგება.

თევზები
თევზებს ეს დღე ეჭვებსა და იმედგაცრუებას მოგიტანთ. თუ საკუთარი პოზიციის სისწორე გაეჭვებთ, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ და ენდეთ. თქვენი წინათგრძნობა ზუსტი აღმოჩნდება.

კვირის ამბები