

შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დათო ღამბაშიძემ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში მცხოვრებ ახალგარდებს ჩოგბურთის სათამაშო მაგიდა და ფეხბურთის ბურთები გადასცა.
როგორც „გორის მაცნესთან“ ღამბაშიძემ აღნიშნა, მსგავსი სახის აქტივობების გამართვას ფედერაცია რეგიონის მასშტაბით, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებშიც გეგმავს.
„მსგავსი სახის აქტივობების გამართვას რეგიონის სხვა სოფლებშიც ვგეგმავთ. ფედერაცია შეეცდება, შიდა ქართლში, როგორც მაგიდის ჩოგბურთის, ისე, ზოგადად, სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში თავისი წვლილიც შეიტანოს“ - განაცხადა ღამბაშიძემ.
ცნობისთვის, შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია მიმდინარე წლის მაისში დაფუძნდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს