

6-9 ივლისს გორი ახალგაზრდებს შორის კრივში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
შეჯიბრებაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, უნგრეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩამოსული სპორტსმენებიც იასპარეზებენ.
სპორტსმენები ერთმანეთს პირველობისთვის 13 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.
„შეჯიბრება 6 ივლისს დაიწყება, 12:00 საათზე ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება. 7 ივლისს - მერვედფინალური, 8 ივლისს კი ნახევარფინალური შეხვედრები ჩატარდება. ფინალურ ორთაბრძოლებს 9 ივლისს 13 საათიდან გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო ტურნირი გორის სპორტის სასახლეში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს