

გორი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობას მასპინძლობს. შეჯიბრება „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ტარდება. უკვე გაიმართა 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრები, სადაც 16 წყვილი მონაწილეობდა. მათ შორის გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს მერვედფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან. აღნიშნული ეტაპის შეხვედრები დღეს გაიმართება.
შეგახსენებთ, პირველობა ოლიმპიური სისტემით ტარდება. შეჯიბრის შედეგად გამოვლინდება მუნიციპალიტეტის საუკეთესო გუნდი, რომელიც 3000 ლარით დაჯილდოვდება. მეორე ადგილზე გასულ გუნდს 2000 ლარი გადაეცემა, მესამე ადგილოსანი გუნდი კი 1000 ლარს მიიღებს.
ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს