

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. როგორც თეატრში აცხადებენ, სეზონის დასრულების მიუხედავად, შემოქმედებითი პროცესები არ წყდება და ახალი სპექტაკლზე მუშაობა მიმდინარეობს.
თანამედროვე რეჟისორი სანდრო ელოშვილი გორელ თეატრისმოყვარულებს უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „ოტელოს“ წარუდგენს.
„გ. ერისთავის სახელობის თეატრში შემოქმედებითი პროცესები არ წყდება, ახალ სპექტაკლზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს სამაგიდო რეპეტიციები. უილიამ შექსპირის „ოტელოს“ რეჟისორი სანდრო ელოშვილია. შევხვდებით 179-ე თეატრალურ სეზონზე“, - ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს