

ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილებმა, თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირზე ახალგაზრდებს შორის, წარმატებით იასპარეზეს. გორელმა სპორტსმენებმა შეჯიბრება 3 პირველი, 1 მეორე და 1 მესამე ადგილით დაასრულეს.
დაჩი პაპინაშვილი (86 კგ.), გიორგი რომელაშვილი (92 კგ.) და ზურაბ რომელაშვილი (125 კგ.) ტურნირის გამარჯვებულები და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მისი მოპოვება დავით ჭეჭელაშვილმა (74 კგ.) შეძლო.
საბა ღამბაშიძე (61 კგ.) კი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
ცნობისთვის, დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი ონში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს