

ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, შემდგომ კი აღნიშნული ავტომობილების უკან მოძრავი კიდევ 8 სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი