

ხელოვნების სახლში გურამ წიბახაშვილთან და სანდრო ფაჩუაშვილთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება გამოფენა „გარდაქმნას“ ფარგლებში ჩატარდა. ხელოვანებმა განიხილეს გამოფენაზე წარდგენილი სერიების შექმნის ისტორია და მათი არტისტულ ხედვა საბჭოთა ისტორიისა და თანამედროვე ვიზუალური ენის შერწყმის ჭრილში.
შეგახსენებთ, გურამ წიბახაშვილის და სანდრო ფაჩუაშვილის ნამუშევრების გამოფენას გორის ხელოვნების სახლი (გურამიშვილის ქ. 5, გორი) 8 ივლისიდან მასპინძლობს. დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა 3 სექტემბრის ჩათვლით შეეძლება.
პროექტი „Art House 20 23“ ხორციელდება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს