

გორის მუნიციპალიტეტში „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ -ის ფარგლებში კალათბურთის პირველობა - 3X3-ზე გაიმართება.
გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეჯიბრებაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 წლიდან ზემოთ ასაკის მოყვარულ კალათბურთელებს შეეძლებათ. მათივე ცნობით, განაცხადში უნდა იყოს მინიმუმ 3, მაქსიმუმ 5 მოთამაშე. გუნდებში სუპერლიგის და A ლიგის მოთამაშე კალათბურთელები არ დაიშვებიან.
„ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა - shorturl. at / Q2457 უნდა შეავსონ. შევსებული ფორმა კი გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გრიგოლ ფერაძის ქუჩა #5) უნდა წარმოადგინონ. გუნდებს განაცხადის შემოტანა 1 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ”, - აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 3 000 ლარია. I ადგილზე გასულ გუნდს 1 500 ლარი გადაეცემა, II ადგილი - 1 000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო III ადგილის მფლობელი 500 ლარს მიიღებს.
ცნობისთვის, შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორის“ ორგანიზებით ჩატარდება.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება