

ხვალ, 3 აგვისტოს, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა გაიმართება. გორის „დილა“ უკრაინის კლუბ პოლტავას „ვორსკლას“ დაუპირისპირდება.
ქართულ-უკრაინულ გუნდებს შორის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, „დილა“ „ვორსკლას“ 27 ივლისს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩი პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს