

3 აგვისტოს ვეტერან მოცურავეთა შორის შიდა ქართლის ღია პირველობა გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორი აუზი Georgia Gold-ია. აღნიშნულ აქტივობას ახლადდაფუძნებული ცურვის მოყვარულთა კლუბი მართავს. მიზანი კი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შეჯიბრებას ქარელის საცურაო აუზი უმასპინძლებს. რაც შეეხება მონაწილეებს, ჩემპიონატი შიდა ქართლის მასშტაბით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქალები (35 წლიდან), ისე მამაკაცები (40 წლიდან).
ვეტერან მოცურავეთა შორის შიდა ქართლის ღია პირველობა 12:00 საათზე დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს