

ცნობილი გორელი მწერლის, გიორგი მახარობლიძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლი ღონისძიებას მართავს. მწერალთა სახლის ხელმძღვანელის, მარინა ჯალიაშვილის თქმით, გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, 102-ში, იმ სახლის ფასადზე, სადაც მწერალი ცხოვრობდა, 18 თებერვალს იგეგმება გიორგი მახარობლიძის მემორიალური დაფის გახსნა. დღის ბოლოს, 17 საათზე კი, გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში საიუბილეო საღამო გაიმართება, სადაც გიორგი მახარობლიძის მეგობრები, მწერლები და საზოგადოების წარმომადგენლები 3 წლის წინ გარდაცვლილ მწერალს და მის შემოქმედებას გაიხსენებენ.
გიორგი მახარობლიძე 1960 წლის 18 თებერვალს დაიბადა. ცნობილი პოეტი, 2017 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს