

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელი სპორტსმენი გიორგი რომელაშვილი (92 კგ.), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იორდანიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე რომელაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ყირგიზი ნურბოლოტ ადილ ულუ 8:1 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.
სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია. რომელაშვილის პირადი მწვრთნელი არკადი ხინჩიკაშვილია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს