

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში გორის „დილა“ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი სანდრო ანდრონიკაშვილმა და მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანეს.
„დილა“-„საბურთალოს“ შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა.
რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ჩვენი გუნდი ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 25 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს