

გორში, კოტე კალანდაძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „დრამერი“ კინოჩვენება გაიმართა.
ფილმის ჩვენება შემოქმედებითი ინიციატივების რეგიონული გაერთიანება -„ქსელის“ ინიციატივით, ლომჭაბუკის სკვერში მოეწყო.
„ფილმის შინაარსი მოგვითხრობს ახალგაზრდა მუსიკოსზე, მის სწრაფვაზე მუსიკისკენ და პრობლემებზე, რომელიც ამ გზაზე წინ ეღობება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ნიკო ახალგაზრდა მუსიკოსია. ცხოვრებას იმედით უყურებს და საკუთარ დასარტყამ ინსტრუმენტზე ოცნებობს, თუმცა, მისი ოცნება ოცნებადვე რჩება. ბიჭის ცხოვრებაში ნარკორეალიზატორი კოღო ჩნდება და ნიკო უნებურად კრიმინალური სქემის და პოლიციის დაპირისპირების მონაწილე ხდება. მისთვის დგება მომენტი, როდესაც ის ცხოვრების გადააზრებას იწყებს“, - აღნიშნულია ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი „ART HOUSE 20 23“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს