

გორში მორიგი საფეხბურთო მატჩი გაიმართა, გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, სტუმართაგან „დილას“ კარში თითო გოლი უსმანე კამარამ, გიორგი ხარაიშვილმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს.
მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა.
შეგახსენებთ, მომდევნო შეხვედრას გორის „დილა“ „სამტრედიასთან“ გამართავს. მატჩი 2 სექტემბერს ჩატარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს