

ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გორელმა მკლავჭიდელებმა, რატი ჭიქინაშვილმა და ლევან ღვინიაშვილმა გამარჯვება მოიპოვეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
ჭიქინაშვილმა 18 წლამდელებს შორის, ღვინიაშვილმა კი 23 წლამდელებში, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით შეძლეს 2-2 ოქროს მედლის მოპოვება.
ორივე სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. მათი პირადი მწვრთნელი თენგო ედილაშვილია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გორელმა პარამკლავჭიდელმა ლევან მახათაძემაც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს