

თიანეთში გამართულ „თიანეთობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ტურნირზე ქართულ ჭიდაობაში, გორელმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სპორტსმენებმა შეჯიბრება 1 პირველი და 2 მეორე ადგილით დაასრულეს.
ტურნირის გამარჯვებული გიორგი ინაშვილი (60 კგ.) გახდა.
რაც შეეხება მეორე ადგილს, გურამ გასიტაშვილმა (70 კგ.) და ლაშა მღებრიშვილმა (აბსოლუტური) დაიკავეს.
ცნობისთვის, ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული სპორტმენები მონაწილეობდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს