

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში გორის „დილა“ საფეხბურთო კლუბ „გარეჯს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა „დილას“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობისას მეტოქის კარში თითო გოლი ზურაბ თევზაძემ და სერგო კუხიანიძემ გაიტანეს.
შეხვედრა საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.
ცნობისთვის, გორის „დილა“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოდხედფინალშია და გუნდის მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს