

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის სიახლოვეს მდებარე მთის ფერდობზე საცხენოსნო დოღი გაიმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და თასები გადაეცემათ.
საცხენოსნო დოღი, რომლის მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაციაა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით იმართება.
შეჯიბრი 22 სექტემბერს, 13:00 საათზე დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს