

ეროვნული ლიგა 3-ის მე-19 ტურის მატჩში „გორი“ „ზესტაფონს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა.
გორელთაგან ორივე გოლის ავტორი საბა გეგელაშვილია. რაც შეეხება „ზესტაფონს“, მასპინძელთა კარში ორივე გოლი შალვა ცქიფურიშვილმა გაიტანა.
მატჩს ქართლის სტადიონმა უმასპინძლა.
ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრას „გორი“ „ბორჯომის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 28 სექტემბერს ჩატარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს