

ეროვნული ლიგის 26-ე ტურში გორის „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას მასპინძელთაგან ანგარიში ვანდერსონ სილვამ გახსნა. რაც შეეხება მეორე გოლს, „სამგურალის“ კარში მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა.
ცნობისთვის, „დილა“–„სამგურალის“ შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.
მომდევნო მატჩს „დილა“ „თელავის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 28 სექტემბერს ჩატარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს