

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში გორის „დილა“ „თელავთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩი „კავკასიონი არენაზე“ ჩატარდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ანგარიში გორის „დილამ“ გახსნა. მასპინძელთა კარში გოლი ონორე გომისმა გაიტანა.
რაც შეეხება „თელავს“, პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ირაკლი რუხაძემ გაათანაბრა. შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე, გურამ გოშთელიანმა „დილას“ კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრას გორის „დილა“ თბილისის „დინამოსთან“ გამართავს. მატჩი 3 ოქტომბერს დედაქალაქში ჩატარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს