

სოლომონ წიკლაურის მემორიალურ ტურნირზე ძიუდოში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა წარმატებით იასპარეზეს.
სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ბაბუციძე (60 კგ.) და გიორგი ზურაბაშვილი (81 კგ.) გახდა.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მისი მოპოვება ლაშა ადუაშვილმა (46 კგ.) შეძლო.
73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე გიუნაშვილი კი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
ცნობისთვის, სოლომონ წიკლაურის მემორიალური ტურნირი, რომელიც საქართველოს პირველობასთან იყო გათანაბრებული, თბილისში ჩატარდა და 2008-2009 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს