

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ.
თანამედროვე რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გორელ თეატრისმოყვარულებს ლალი როსებას პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით „პრემიერა“ წარუდგენს.
სპექტაკლი დიდი ქართველი დრამატურგის ლალი როსებას ხსოვნას ეძღვნება.
რაც შეეხება პრემიერის გამართვის თარიღს, 12 და 13 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს