

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა, საერთაშორისო ტურნირზე კიკბოქსინგში, 5 მედალი მოიპოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, გორელთაგან შეჯიბრების გამარჯვებული ნინო კეჩხუაშვილი (50 კგ.), ნიკა კოჩუაშვილი (42 კგ.), საბა ტერმაკოზაშვილი (60 კგ.) და ლუკა ყეინაშვილი (67 კგ.) გახდა.
54 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე დაჩი იჩქითმა კი მეორე ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირს ახალქალაქმა უმასპინძლა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს