

გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დიდი ქართველი ქორეოგრაფის - გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო გაიმართება.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარსდგება.
„ქორეოგრაფიის საღამოზე ნაჩვენები იქნება გიორგი ალექსიძის მიერ დადგმული თანამედროვე ბალეტები და საბალეტო მინიატურები: ა. ბერგის, გ. ყანჩელის, ე. დენისოვის, ჰ. მერსეს და დ. შოსტაკოვიჩის მუსიკაზე“, - აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში.
ღონისძიება 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია თეატრის სალაროში (ტელ:. 0370277932), ან ონლაინ საიტზე www. biletebi. ge287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს