

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გეზრბენში შეჯიბრი გაიმართა. ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტის 28 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
გოგონათა შორის მეჯვრისხევის (მასწავლებელი: იზოლდა ძოძიშვილი), ხიდისთავის (მასწავლებელი: ჯემალ ყველაშვილი) და შინდისის (მასწავლებელი: ანტონ თარხნიშვილი) სკოლამ გაიმარჯვა.
რაც შეეხება ვაჟებს, ვაჟებს შორის საუკეთესო შედეგი გორის მეხუთე (მასწავლებელი: ზურაბ გიუნაშვილი), ძევერის (მასწავლებელი მიხეილ მაკრახიძე) და მეღვრეკისის (მასწავლებელი: როინ შატაკიშვილი) საჯარო სკოლებმა დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გეზრბენის გარდა, სკოლებს შორის პირველობა ფრენბურთშიც ჩატარდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. გორის მუნიციპალიტეტში შეჯიბრება სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს