

ზურაბ სარსანიას ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე კრივში, გორელმა მოკრივეებმა 3 მედალი მოიპოვეს, - ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, იოანე ნაცვლიშვილმა (52 კგ.), თეკლა არბოლიშვილმა (54 კგ.) და დავით ნიქაბაძემ (57 კგ.) შეჯიბრი მესამე ადგილით დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ საპრიზო ადგილზე გასული სამივე სპორტსმენი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის აღზრდილია.
ზურაბ სარსანიას ხსოვნის მემორიალურ ტურნირში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, 2007-2008 წწ. დაბადებული მოკრივეები ასპარეზობდნენ.
ცნობისთვის, ტურნირს ფოთმა უმასპინძლა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს