

გ. ერისთავის სახელობის თეატრის დასი სპექტაკლით - „ბავშვებს ყურები ნაჭრით ავუხვიე“, ქალი დრამატურგების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
ელენე მაცხონაშვილის რეჟისორული ნამუშევრით, გორის თეატრის მსახიობები - მარი არღუთაშვილი, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე ფესტივალზე, სტამბულში, ნოემბრის ბოლოს წარსდგებიან.
რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, ერთმოქმედებიანი ტრაგედია 2008 წლის ომზე და, ზოგადად, ომის სისატიკეზე გვიყვება. პიესა სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაიწერა და მასში გამოყენებულია უშუალოდ ომის პერიოდში, საბრძოლო მოქმედებების დროს გაგზავნილი სატელეფონო მიმოწერები.
ფესტივალზე გამგზავრებამდე კი, აღნიშნული სპექტაკლი მაყურებელს 4 ნოემბერს 19:00 საათზე გორის თეატრში ელოდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს