

დღეს, 10 ნოემბერს, გორის „დილა“ „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.
ადგილობრივი კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩი 14:30 საათზე დაიწყება და ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის მოედანზე ჩატარდება.
ცნობისთვის, გასული ტური მატჩი „დილამ“ ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ - 2:1 დასრულდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს